წესები და პირობები

თამაში წარმოადგენს შპს. „ვიონ საქართველოს“ საკუთრებას. თამაშის დასაწყებად საჭიროა ნომრის ვერიფიკაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. აღნიშნულ პირობებზე დათანხმებით ადასტურებб რომ ხარ 18 წელს მიღწეული ქმედითუნარიანი პირი ან თუ ხარ 16 წელს მიღწეული პირი გაქვს თამაშის ნებართვა მიღებული შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან. აგრეთვე აღნიშნულ პირობებზე დათანხმებით ადასტურებ, რომ თანახმა ხარ თამაშის საფასურის სახით მითითებული ნომრის ბალანსიდან ჩამოგეჭრას 1 ₾, თანახმა ხარ თამაშის მიმდინარეობისას გაგრძელების სურვილის დადასტურების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საფასურის სახით ბალანსიდან ჩამოგეჭრას 1 ₾. თამაშის პროცესში დაგროვებული ქულები დაგერიცხება ბონუსის სახით შენს მიერ მითითებული მობილური ნომრის ინტერნეტ ან ხმოვან ბალანსებზე. დარიცხული ბონუსის გამოყენების ვადაა 30 დღე. 30 დღის ამოწურვისას, გამოუყენებელი ბონუსი გაგიუქმდება.